ღვინის მარკეტინგითა და ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა იწყება

ღვინის მარკეტინგითა და ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა იწყება

5 ივლისს, 10:00 საათიდან, თბილისში, სასტუმრო “იოტაში” ახალი სატრენინგო-საკონსულტაციო პროგრამა აიღებს სტარტს. პროგრამა ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმს ეხება და მას კალიფორნიული სააგენტოს Balzac Communications and Marketing-ის სპეციალისტები ჩაატარებს.

პროგრამა პირველად ტარდება და მიზნად ისახავს ქართული მარნების ღვინის მარკეტინგსა და ტურიზმში გადამზადებას. იგი ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

სატრენინგო სესია 10:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ თემებს:

• ღვინის მარკეტინგის საერთაშორისო ტენდენციები და სტანდარტები
• ღვინის ტურიზმის საერთაშორისო ტენდენციები და სტანდარტები
• აშშ-ს ბაზრის თავისებურებები

სესიები ჩატარდება ინგლისურ და ქართულ ენებზე და ეყოლება ორი სპიკერი: Balzac Communications and Marketing-ის პრეზიდენტი მაიკლ ვანგბიკლერი და ღვინის ტურიზმის მაგისტრი და ამავე კომპანიის ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სპეციალისტი – ეთერ გორგილაძე. Balzac Communications and Marketing აშშ-ში, კალიფორნიაში დაფუძნებული ორგანიზაციაა და უკვე 30 წელია, ბაზარზე პოზიციონირებს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და მათ სხვადასხვა ტიპის მარკეტინგულ, თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სერვისს სთავაზობს.

„ქართული მარნებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკებისა, თუ ტენდენციების ცოდნა და დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს პროექტი კი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა“, – ეთერ გორგილაძე, ღვინის მარკეტინგისა და ტურიზმის სპეციალისტი.

პროგრამა მხოლოდ ტრენინგით არ შემოიფარგლება, მისი დასრულებიდან სამი კვირის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შეეძლება, საკონსულტაციო შეხვედრა ჩანიშნოს Balzac-თან, მიიღოს პროფესიული რჩევები და მათთან ერთად განიხილოს მარნისთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული, თუ ტურიზმთან დაკავშირებული საკითხები.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…